8851 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

TCKQJBTN გამოქვეყნდა 29 სექ 7 ნახვა

ნიუტონის თავისუფალი სკოლა

ნიუტონის თავისუფალი სკოლა

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კათედრის სტაჟიორი

თბილისი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 12 ოქტ

„ნიუტონის თავისუფალი სკოლა‘’ აცხადებს კონკურსს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კათედრის სტაჟიორის ვაკანტურ პოზიციაზე

თუ კარგად გამოგდით ბავშვებთან ურთიერთობა, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება. ნიუტონის თავისუფალი სკოლა ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს სტაჟიორს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კათედრისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - შესაბამისი უმაღლესი განათლება - კომპიუტერული საოფისე სრულყოფილი ცოდნა

უნარ-ჩვევები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - ეფექტური კომუნიკაცია - ორგანიზებულობა - კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა - კრეატიულობა - გუნდური მუშაობის უნარი - პუნქტუალურობა

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 12 ოქტომბერი.

პერსონალური მონაცემების დამუშავება გაცნობებთ, რომ შპს „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით ამუშავებს პრეტენდენტის პერსონალურ მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. რეზიუმესა და სხვა დოკუმენტების კომპანიისთვის გაგზავნით, პრეტენდენტი ადასტურებს თანხმობას, რომ კომპანია მიმდინარე ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს და შეინახავს მონაცემთა ბაზაში 3 წლის ვადით, მომავალში სხვა პოზიციის შეთავაზების მიზნით. პრეტენდენტს უფლება აქვს გამოიხმოს თანხმობა იმავე ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით, რომელზეც გააგზავნა რეზიუმე და დოკუმენტები. ამ შემთხვევაში კომპანია წაშლის პრეტენდენტის პერსონალურ მონაცემებს და აღარ განიხილავს მას მიმდინარე ან/და მომავალ ვაკანსიებზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ნიუტონის თავისუფალი სკოლა
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა