სანიტარული მომსახურების თანამშრომელი/მუშა-დამხმარე
ბიოტუალეტებისა და სხვა ინვენტარის გაქირავების კომპანია "ჰასი საქართველო" ეძებს პასუხისმგებლობიან და შრომისმოყვარე თანამშრომელს ბიოტუალეტების მომსახურებისა და სხვადასხვა ინვენტარის ტრანსპორტირება-განთავსების სამუშაოების შესასრულებლად.
პოზიცია — სანიტარული მომსახურების თანამშრომელი (მუშა-დამხმარე)
ძირითადი მოვალეობები
- ბიოტუალეტების დატვირთვა, გადმოტვირთვა და განთავსება ობიექტებზე;
- ბიოტუალეტების რეცხვა, დასუფთავება და დეზინფექცია;
- მძღოლ-ოპერატორის დახმარება ბიოტუალეტების სერვისის პროცესში;
- ბიოტუალეტების წყლით, სანიტარული სითხითა და ჰიგიენური საშუალებებით შევსება;
- კომპანიის სხვა ინვენტარის დატვირთვა, გადმოტვირთვა, განთავსება და ალაგება;
- ბიოტუალეტებისა და სხვა ინვენტარის ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალური შემოწმება;
- საწყობის ტერიტორიის მოწესრიგება და სამუშაო ინვენტარის მოვლა;
- უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ფიზიკური დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შრომისმოყვარეობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და დისციპლინა;
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
- ანაზღაურებას — 1 800 ლარი (ხელზე ასაღები);
- სამუშაო გრაფიკს — კვირაში 6 დღე, 90:00-18:00;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მრავალფეროვან და დინამიკურ სამუშაო გარემოს.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან, ან გამოგვიგზავნოთ რეზიუმე კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე.
წერილის სათაურში მიუთითეთ: "სანიტარული მომსახურების თანამშრომელი".