8,630 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

TCNP47RS გამოქვეყნდა 16 სექ 5 ნახვა

ჯისი

ჯისი

აჭარის რეგიონის წამყვანი სავაჭრო წარმომადგენელი

ჯისი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾2000–4000 / თვეში ბოლო ვადა: 17 ოქტ

საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია B2B -ის მიმართულებით შპს "ჯისი", რომელიც ახორციელებს ცნობილი კომპანიების (KIMBERLEY CLARCK PROFESSIONAL, ECOLAB, VIKAN, UNILEVER PROFESSIONAL,) პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმში აჭარის რეგიონის წამყვანი სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობაზე.

KIMBERLEY CLARCK PROFESSIONAL - ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს პროდუქციას (სისუფთავე სახლს გარეთ). ერთჯერადი საწმენდი და ჰიგიენური საშუალებები (ორგანიზაციებსითვის, სასტუმროებისთვის, რესტორნები-კაფეებისთვის და სამრეწველო ობიექტებისთვის)

ECOLAB- ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს სადეზინფექციო და სისუფთავის დაცვის საშუალებებს, რომელიც გამოიყენება სხადსახვა მრეწველობის დარგებში, როგორიცაა (რესტორნები, წარმოებები, სასტუმროები და სხადასხვა). UNILEVER PROFESSIONAL- - ბრიტანული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს თავის მოვლის და დაცვის საშუელბებს . კომპანია წარმოდგენილია საქართველოში ცნობილი ბრენდით " DOVE" რომელიც გამოიყენება სხადსახვა მრეწველობის დარგებში, სასტუმროებში, ორგანიზაციებში, რესტორნებში და სხვა.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

  • სამუშაო დღეები : ორშაბათი - პარასკევი
  • ჯამურ ანაზღაურებას -2000-4000 ლარამდე
  • ფიქსირებულ ხელფას -2000 ლარს
  • გეგმის შესრულების ბონუს და სამოტივაციო ბონუს -2000 ლარი
  • საწვავით უზრუნველყოფას
  • ჯანმრთელობის დაღვევას

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • გამოცდილება B2B ბიზნესში ჩაითვლება როგორც უპირატესობა
  • ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • მართვის მოწმობა B კატეგორია
  • საკუთარი ავტომობილი

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შრომისმოყვარეობა
  • კომუნიკაბელურობა
  • წინააღმდეგობების გადალახვის უნარი
  • დარწმუნების უნარი
  • მიზანდასახულობა
  • ურთიერთობის დამყარების უნარი
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
  • დოკუმენტებთან მუშაობის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

  • ყველა მსხვილი თუ მცირე ბიზნეს ოპერატორებთან მოლაპარაკებების წარმართვა (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სხვადასხვა ორგანიზაციები, ოფისები, საწარმოები და სხვა.)
  • კომპანიის მიმდინარე და ახალ პროექტებში ჩართვა, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი განვითარება
  • მოლაპარაკებების შედეგად კლიენტთან შეთანხმების საფუძველზე საწყისი პროექტის მომზადება პროექტის შემდგომი სრულყოფილად დანერგვისთვის.
  • მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და აუდიტი
  • ყოველკვირეული/ყოველთვიური შესრულებული სამუშაოების ანალიზი და მისი წარდგენა მთავარ ოფისთან.
  • ყოველდღიური დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და მისი დროულად, ვადებში დაფარვა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

შენიშვნა: სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი. " ქ. ბათუმში, თბილისის რეგიონის ტერიტორიის განვითარების წარმომადგენლის თანამდებობაზე".

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს ჯისი საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55. 2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; 4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; 5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "ჯისი"-ს ადამიანური რესურსების სამსახური; 6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; 7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე; 8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - ** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; ** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; ** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; ** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; ** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; ** მონაცემთა გადატანის უფლება; ** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; ** თანხმობის გამოხმობის უფლება; ** გასაჩივრების უფლება` 9. შპს "ჯისი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჯისი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა