საწყობის მენეჯერი
მუყაოს ყუთების მწარმოებელი კომპანია შპს "ნიუპაკი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: სრული;
- მისამართი: ქ. თბილისი, ევტეხი ჟვანიას #5.
ფუნქცია-მოვალეობა:
- მზა პროდუქციის მიღება;
- პროდუქციის დასაწყობება;
- საწყობში ნაშთების კონტროლი;
- ინვენტარიზაცია ყოველი თვის ბოლოს და შედეგების ფაილში აღრიცხვა;
- სამუშაო უბნების სისუფთავის კონტროლი.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ყურადღებიანი;
- პასუხისმგებლიანი.
პირობები:
- განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვებაზე 50% იანი თანადაფინანსება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე ან ელ. ფოსტაზე.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის მენეჯერი".
შპს "ნიუპაკი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ნიუპაკმა"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.