B2B გაყიდვების მენეჯერი
"EcoVille Georgia" არის მზის ენერგიის EPC კონტრაქტორი და საერთაშორისო EcoVille Holding-ის ნაწილი, 10+ წლიანი გამოცდილებით. ჰოლდინგი ოპერირებს საქართველოში, სომხეთსა და შვეიცარიაში. უზრუნველყოფს კომერციული და ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურების პროექტირებას და მშენებლობას სერტიფიცირებული ტექნოლოგიებით.
"EcoVille Georgia" საქართველოში ოპერირებს 2020 წლიდან. დაარსებიდან დღემდე განახორციელა 100-ზე მეტი წარმატებული პროექტი განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში.
ვაკანსიის დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 54 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00 სამუშაო ფორმატი: სრული/ოფისიდან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (ენერგეტიკის სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
- ტექნიკური ცოდნა ენერგეტიკის ან საინჟინრო სფეროში, რაც აუცილებელია კლიენტებთან ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებების წარმოებისთვის.
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები.
- KPI-ებზე, გეგმებსა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება.
- შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
- ბაზრის ანალიზის ცოდნა და ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების უნარი.
- ქართულ ენაზე პროფესიონალური დონის წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია.
- ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა.
- კრეატიულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.
- პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა.
- საკუთარი ავტომობილის ფლობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- B2B გაყიდვების დაგეგმვა და განხორციელება.
- B2B მიმართულების პარტნიორობის განვითარება და შენარჩუნება.
- მზის ინდუსტრიასთან მომიჯნავე მოქმედ კომპანიებთან, ასოციაციებთან და ჯგუფებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობის განვითარება.
- ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება.
- გაყიდვების პროცესის სრული მართვა: პრეზენტაციები, შეთავაზებები, კონტრაქტების მომზადება.
- გაყიდვების მიზნების KPI-ების (თვიური, კვარტალური, წლიური) შესრულება და ანგარიშგება მენეჯმენტთან.
- ბაზრის კვლევა და ანალიტიკა ადგილობრივი ტენდენციების, მომხმარებელთა და კონკურენტების ქცევის დასადგენად.
- მარკეტინგისა და საოპერაციო გუნდთან თანამშრომლობა.
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას.
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
თქვენი CV შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე რამდენიმე ეტაპად.
მითითებულ ელფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში — "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.