პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

TDWSHH4G გამოქვეყნდა 2 ნოე 3 ნახვა

აღმზრდელი

World Vision გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი განათლება ძიძა
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ნოე
შესვლა და განაცხადი

მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარი აერთიანებს დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფარს.

დღის ცენტრის მიზანია მობილური ჯგუფის მიერ გადამისამართებული ან მომსახურებაში სხვა გზით ჩართული ბავშვების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება რათა მოხდეს ბავშვების თანდათან მოწყვეტა ქუჩის ცხოვრებიდან და სტაბილური ჩართვა დღის ცენტრის მომსახურებაში მათი 24–საათიან ტრანზიციულ მომსახურებაში ან სხვა მომსახურებებში განთავსების მიზნით.

დღის ცენტრთან ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, რომლის მთავარი მიზანიცაა უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი (ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ) გადაუდებელი თავშესაფრით და დახმარებით (პირველადი სამედიცინო და ფსიქო-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება) და მოახდინოს ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის ფორმის განსაზღვრა.

გასაუბრებები ჩატარდება პარალელურ რეჟიმში შესაბამისი კანდიდატის შერჩევამდე, ამიტომ გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა დროულად გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

პოზიციის სახელწოდება: აღმზრდელი ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი სამუშაო დრო: კვირაში 40 საათი (შეჯამებული აღიცხვის წესით)

სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა 4 დღეში ერთხელ 24-საათიანი ცვლა. შვებულებები/ბიულეტინის დროს შესაძლოა გრაფიკი შეიცვალოს შემდეგნაირად: მორიგეობა საღამოს 19:00-დან დილის 10:00 საათამდე, ორ დღეში ერთხელ.

პოზიციის მიზანი: დღის ცენტრისა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფრის აღსაზრდელების ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბავშვების ცნობიერების გაზრდა სასიცოცხლო უნარ-ჩვევებზე, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებზე და მათი ჩართვა არაფორმალური განათლების აქტივობებში

ძირითადი მოვალეობები

  • მეთვალყურეობა გაუწიოს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას ცენტრში ყოფნის განმავლობაში;
  • იზრუნოს ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე და მიაწოდოს ინფორმაცია სასიცოცხლო უნარ–ჩვევებზე, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებზე;
  • ზედამხედველობა გაუწიოს ბავშვების ჰიგიენურ მდგომარეობას, თვით-მოვლასა და ტანსაცმლის მოწესრიგებას;
  • საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს მიაწოდოს განათლების საბაზისო ელემენტები (წერა–კითხვა და ანგარიში);
  • დააორგანიზოს სხვადასხვა აქტივობები (გასართობი, შემეცნებითი, სპორტული) ბავშვებისთვის და ჩაერთოს მათთან ერთად აქტივობებში;
  • უზრუნველყოს მედიკამენტების ადმინისტრირება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს აქვს შესაბამისი დანიშნულება;
  • საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს ჩანაწერები როგორც ღამის თავშესაფრით მოსარგებლე, ასევე, დღის ცენტრის ბავშვების ქცევითი და ემოციური პრობლემების შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად;
  • საჭიროების შემთხვევაში შეავსოს ბავშვის შემოყვანის ოქმი/შესაბამისი დოკუმენტი ბავშვის ცენტრში შემოყვანისას;
  • უზრუნველყოს ბავშვების სკოლაში წაყვანა-წამოყვანა შესაბამისი წესების დაცვით;
  • უზრუნველყოს ბენეფიციარის ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვა;
  • ცვლის დასრულებისას მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ბავშვების მდგომარეობის შესახებ შემდგომ ცვლას;
  • უზრუნველყოს კოორდინატორ-ლიდერის, სოციალური მუშაკის და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის დროული ინფორმირება რთული სიტუაციების შესახებ;
  • დაიცვას დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრის შინაგანაწესი/რეგულაციები/სტანდარტები;
  • აქტიურად ითანამშრომლოს დღის ცენტრის თანამშრომლებთან და კოორდინატორ-ლიდერთან;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით შეასრულოს სხვა დავალებები მისი პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში.

სავალდებულო მოთხოვნები

  • საშუალო განათლება; სასურველია უმაღლესი ან შესაბამისი სპეციალური განათლება სააღმზრდელო/პედაგოგიკის მიმართულებით;
  • სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
  • ანალოგიური სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დაგეგმარების/მართვის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღება;
  • რთული სიტუაციების მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (მიუთითეთ სამი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები) ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ პოზიციის სახელწოდება, რომლითაც ხართ დაინტერესებული მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.

გთხოვთ, რეზიუმეში დაამატოთ თანხმობის განცხადება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რეზიუმე მოხვდება შერჩეულ კანდიდატებს შორის ადასტურებთ, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია გადაამოწმოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის watchdog-ის მეშვეობით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 20 ნოემბერი

ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმე/ბიოგრაფია და სხვ.) გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსული დაამუშაოს, შეაგროვოს და შეინახოს რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ფარგლებში, თქვენი შერჩევისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების ჩასატარებლად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე და/ან მომავალ ვაკანსიებთან, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თქვენ გაქვთ უფლება: მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რომელი მონაცემებია დამუშავებული თქვენზე ორგანიზაციის მიერ; ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეცვლა, დაბლოკვა ან/და წაშლა. შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ორგანიზაციას გაუზიარებს დამატებით პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის სპეციალური კატეგორიის მონაცემებს), ეს ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაუყოვნებლივ წაიშლება საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. „World Vision საქართველოს“ მიერ კანდიდატების შერჩევის/დასაქმების პროცესი მიმდინარეობს საქართველოს კანონის – „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და თანასწორი მოპყრობის პრინციპების სრული დაცვით და გამორიცხავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმით. დისკრიმინაციისგან დაცვა უზრუნველყოფილია დასაქმების ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. „World Vision საქართველო“ არის თანასწორი შესაძლებლობების მქონე დამსაქმებელი, რომელიც აფასებს და პატივს სც

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა