8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

TEE5B925 გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

ბარმენი

Hotel Burki Castle & Cellar გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Hotel Burki Castle & Cellar" აცხადებს ბარმენის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის გახსნა და დახურვა, აუცილებელი პროდუქტებით მომარაგება;

** სასმელების ინგრედიენტების ცოდნა და მისი მომზადების წესი;

** შეკვეთის სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიწოდება;

** ჰიგიენის ნორმების დაცვა;

** მენიუში არსებული პროდუქტების, სასმელების ჩამონათვალის ზედმიწევნით ცოდნა;

** ბარმენის სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბარმენის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);

** ინვენტარიზაციის ჩატარების უნარი;

** სასმელების ასორტიმენტის ცოდნა;

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

** კარგი კომუნიკაციის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;

** კონკურენტულ ანაზღაურებას;

** კვებას;

** ტრანსპორტირებას;

** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, ან დაგვიკავშირდით.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ბურკის ციხე მარანმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Hotel Burki Castle & Cellar
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის