კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
"Caucas Transport Solutions" (CTS) წარმოადგენს გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. 2012 წლიდან კომპანია წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე — აერთიანებს სატრანსპორტო-საექსპედიტორო მიმართულებებს და უზრუნველყოფს სრული მასშტაბის საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო ლოჯისტიკურ სერვისებს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.cts.ge/
გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით, CTS იწვევს ამბიციურ და გამოცდილ პროფესიონალს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება (B2B);
- კლიენტების ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული სატრანსპორტო/ლოჯისტიკური მომსახურების შეთავაზება;
- არსებულ კორპორატიულ პორტფელთან თანამშრომლობა, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და გაყიდვების გაზრდა (Up-selling / Cross-selling);
- კომერციული წინადადებების მომზადება, ხელშეკრულებების შეთანხმება და გაფორმება;
- გაყიდვების ინდივიდუალური გეგმების შესრულება და შედეგების პერიოდული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სატრანსპორტო/ლოჯისტიკურ სექტორში B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
- საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სპეციფიკისა და ბაზრის კარგად ცოდნა;
- ახალი ბიზნეს კონტაქტების მოზიდვისა და გაყიდვების სრული ციკლის დამოუკიდებლად მართვის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა (სამუშაო და საქმიანი კომუნიკაციის დონეზე);
- საოფისე პროგრამების (MS Office, Excel და E-mail) მაღალ დონეზე ცოდნა;
- BIA მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დარწმუნების, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის გამოკვეთილი უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და სტრესულ/ცვალებად გარემოში სწრაფი ორიენტაციის უნარი;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პუნქტუალურობა.
რას გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას: 2000-3000 ლარიდან (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით) + მოქნილი საბონუსე სისტემა;
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას;
- კორპორატიულ მობილურს (ულიმიტო პაკეტი);
- სამუშაო ვიზიტებისა და შეხვედრებისთვის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
- პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- თანამედროვე, სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა.
სამუშაო პირობები და განაცხადის მიღება:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00) ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის №145, HOB ბიზნეს ცენტრი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე. წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.