საწყობის/ლოგისტიკის მენეჯერის მოადგილე
კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza home, English Home და Principe (HUGO BOSS, BIKKEMBERGS, Christian Lacroix, CERRUTI 1881, BALDESSARINI and POLICE). კომპანია წარმოდგენილია 35-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.
"ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის/ლოგისტიკის მენეჯერის მოადგილე (ავეჯის მიმართულებით) პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება-დასაწყობებისა და შეგროვება-მიწოდების სამუშაოების ორგანიზება;
** საწყობის აღრიცხვის სისტემაში მონაცემების განახლება და სისწორის უზრუნველყოფა;
** მარაგების კონტროლი და შენახვის პროცესების ოპტიმიზაცია;
** ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობა და კონტროლი;
** Enza Home-ის მაღაზიებისათვის და მომხმარებლებისათვის საქონლის დროული განაწილება, მისატანი პროდუქციის გამზადება და მიწოდების სრული ციკლის მართვა/კონტროლი
** პროდუქციის მიწოდებისთვის გონივრული და ოპტიმალური მარშრუტების შედგენა; სატრანსპორტო საშუალებებისა და ეკიპაჟის წევრების ეფექტიანი განაწილება;
** მარშრუტების შესრულების, ავტომობილების დატვირთვისა და მიწოდების პროცესის მუდმივი მონიტორინგი;
** სასაქონლო, სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებებისა და პროდუქციის მიღება-მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამის პროგრამებში ატვირთვა და RS.ge-ზე დროული ასახვა;
** კომპანიის შიდა პროგრამებში ლოგისტიკურ პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული, ზუსტი და სრულყოფილი ასახვა;
** წუნდებული პროდუქციის აღწერა, დასაწყობება და აღრიცხვა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** საწყობებისა და მაღაზიების ინვენტარიზაციის (აღწერის) პროცესების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების (მძღოლები, ამწყობები, საწყობის თანამშრომლები) საქმიანობის დაგეგმვა, დავალებების განაწილება, შესრულების მონიტორინგი და შედეგების კონტროლი;
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000-2500-მდე + ბონუსი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** გუნდის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ტექნიკური უნარები (MICROSOFT OFFICE, EXCEL BASIC).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "საწყობის/ლოგისტიკის მენეჯერის მოადგილე (ავეჯის მიმართულებით)".
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 სექტემბერი.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯითექსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;
კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;
კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მომართოს შპს "ჯითექსს".
ასევე, გაცნობებთ, რომ შპს "ჯითექსი" თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.