მბეჭდავი
სარეკლამო და პოლიგრაფიული კომპანია „ვიზიტკა.ჯი“ აცხადებს ვაკანსიას მბეჭდავის პოზიციაზე.
თუ გაქვთ სურვილი, განვითარდეთ პოლიგრაფიის სფეროში და ეძებთ სტაბილურ სამუშაოს მეგობრულ გარემოში, გელოდებით ჩვენს გუნდში! მთავარი მოთხოვნაა ენერგიულობა და საქმისადმი პასუხისმგებლობიანი მიდგომა — დანადგარებთან მუშაობას ადგილზე სრულად შეგასწავლით.
ძირითადი მოვალეობები: - საბეჭდ დანადგარებთან გამართული მუშაობა და პროცესის კონტროლი; - სამუშაო კომპიუტერზე, კომპანიის დიზაინერისგან მზა საბეჭდი ფაილების მიღება და საბეჭდად მომზადება/გაშვება; - შემოსული შეკვეთების დროული დამზადება, ხარისხის კონტროლი და მენეჯმენტირება; - საბეჭდი მასალების მარაგების კონტროლი და წესრიგის შენარჩუნება სამუშაო სივრცეში.
ძირითადი მოთხოვნები და პირობები: - სასურველია მსგავს პოზიციაზე ან ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება (არ არის სავალდებულო); - კომპიუტერთან ძირითადი სამუშაო დონეზე მუშაობის უნარი; - ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძონა და დროის მართვის უნარი; - სწავლის სურვილი — პოლიგრაფიულ დანადგარებთან მუშაობის სპეციფიკას ადგილზე სრულად შეგასწავლით!
სამუშაო პირობები: - ანაზღაურება: 1000 - 1500 ლარი (კანდიდატის უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინებით); - სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 10:00-დან 18:00 საათამდე (დასვენება: კვირა); - მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო.
განაცხადის შემოტანის წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: ( subject - ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.