7929 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

TH2BCN0A გამოქვეყნდა 1 სექ 3 ნახვა

საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების მენეჯერი

სამშენებლო კომპანია ანაგი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ვაკანსიის რაოდენობა: 1

ანაზღაურება: შეთანხმებით

სამუშაოს აღწერა

კომპანიისა და ჯგუფში შემავალი კომპანიების შიდა საგადასახადო აუდიტში მონაწილეობა და საგადასახადო რისკების ანალიზი. განხორციელებულ და განსახორციელებელ სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული საგადასახადო რისკების შეფასებაში მონაწილეობა და მათი შესაბამისობის დადგენა საგადასახადო კანონმდებლობასთან. დეკლარაციების ანალიზი, ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და მისი მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შიდა საგადასახადო აუდიტის პროცესში ჩართულობა.

** აუდიტის პროცესში სამეურნეო ოპერაციების შეფასებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენაში მონაწილეობა.

** სააღრიცხვო პროგრამაში საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის კონტროლი და შესაბამისობის დადგენა კომპანიის მიერ შემუშავებულ სტრატეგიასთან.

** ოპერაციების შეფასება/ანალიზი, შესადარისობის დადგენა სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან, სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი და მონიტორინგი.

** საგადასახადო ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების გაანგარიშებასა და შედგენაში მონაწილეობა, დეკლარაციების კონტროლი და ანალიზი.

** საგადასახადო ორგანოების ან/და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა და წარდგენა.

** საგადასახადო აუდიტის პროცესში ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავება და ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების განხრით.

** სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება საგადასახადო აუდიტის მიმართულებით.

** საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა.

** საბუღალტრო პროგრამების - 1c; Oris; Fina; Fmg ცოდნა.

** კომპიუტერული პროგრამების - MS Office, Microsoft Excel-ისა და Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება.

** დეტალებზე ორიენტირება და ორგანიზებულობა.

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

** დროის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე:. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგების მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი, 2026.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სამშენებლო კომპანია ანაგი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა