სავაჭრო წარმომადგენელი / პრესეილერი
შპს "კინგ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრესეილერის) პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
ძირითადი მოვალეობები: - ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოზიდვა და ქსელის გაფართოება; - არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება; - კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება; - სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების დროული მიღება, გაფორმება და სისტემური დამუშავება; - ობიექტებში პროდუქციის ნაშთების კონტროლი და ოპერატიული ანალიზი; - სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის საუკეთესო წარმოდგენის უზრუნველყოფა (მერჩენდაიზინგი); - ობიექტების დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი და თანხების დროული ამოღება; - კომპანიის მიერ დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობებისა და აქციების განხორციელება ობიექტებზე; - გაწეული მუშაობის შესახებ ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; - B კატეგორიის მართვის მოწმობა; - უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (50 000 ლარის ღირებულების); - ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებისა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი; - სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრობლემური სიტუაციების სწრაფად მოგვარების უნარი;
ანაზღაურება და სამუშაო პირობები: - ფიქსირებული ხელფასი: 1500 ლარი; - ყოველთვიური ბონუსი გეგმის შესრულებისას: +1000 ლარი და მეტი; - კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტომობილი და საწვავის სრული უზრუნველყოფა (ლიმიტი); - 5-დღიანი სამუშაო კვირა (დასვენება: შაბათი და კვირა).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ან დაგვიკავშირდით. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.