9,163 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

THF6DSKX გამოქვეყნდა 25 სექ 9 ნახვა

ARCIS Development

ARCIS Development

იურიდიული დოკუმენტაციის სპეციალისტი

ARCIS Development გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სამართალი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 26 ოქტ

იურიდიული დოკუმენტაციის სპეციალისტის პოზიციაზე მესაჭიროება კადრი, ორგანიზებული და დეტალებზე მაქსიმალურად ორიენტირებული.

პოზიციის ძირითადი მიმართულებაა კომპანიის ხელშეკრულებებისა და კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სწორად და სრულად მომზადება, დოკუმენტების ადმინისტრირება, ასევე ნოტარიუსებთან და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის არსებული ხელშეკრულების დრაფტების საფუძველზე ხელშეკრულებების სწორად და სრულად შევსება;
  • კლიენტების მონაცემებისა და თანდართული დოკუმენტაციის სიზუსტისა და სისრულის გადამოწმება;
  • ხელშეკრულების გაფორმებისა და სანოტარო პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ორგანიზება;
  • ნოტარიუსებთან კომუნიკაცია და კლიენტებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების პროცესის მართვა;
  • ხელმოწერილი ხელშეკრულებების, დანართებისა და სხვა დაკავშირებული დოკუმენტების ორგანიზებულად წარმოება და დაარქივება;
  • ყველა დოკუმენტის მაღალი სიზუსტით, პროფესიონალურად და დადგენილ ვადებში მომზადების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების, ფინანსურ და მენეჯმენტის გუნდებთან თანამშრომლობა;
  • დოკუმენტებში არსებული ხარვეზების ან არასრული ინფორმაციის დროული იდენტიფიცირება და გამოსწორების უზრუნველყოფა;
  • კლიენტებისა და კომპანიის კონფიდენციალურ ინფორმაციასთან პასუხისმგებლიანი მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და მაღალი სიზუსტე;
  • კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარები;
  • Microsoft Word-ისა და Microsoft Office-ის კარგი ცოდნა;
  • ხელშეკრულებებსა და ოფიციალურ დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
  • რამდენიმე დავალების პარალელურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი, და მოწესრიგებული სამუშაო მიდგომა;
  • იურიდიულ დოკუმენტაციაში, ხელშეკრულებების ადმინისტრირებაში, გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა აუცილებელია;

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამიზიაროთ მეილზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ARCIS Development
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა