8546 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

TKJVX3F0 გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

ვიზუალური დიზაინერი

Talkpal გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.

ჩვენი მარკეტინგის არხების (Google Ads, Meta, Microsoft Ads, Apple Ads, SEO) და პროდუქტის (iOS, Android, and Web, Email, Notifications, App Store, Play Store) განვითარებისთვის ვეძებთ ვიზუალურ დიზაინერს, რომელიც იმუშავებს ჩვენს გუნდთან ერთად Talkpal-ის მარკეტინგული და აპლიკაციის ვიზუალური მასალების შექმნაზე და განვითარებაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: დისტანციური ** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%) ** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

შენი ძირითადი სამუშაო:

** მარკეტინგის არხებისთვის ვიზუალური ელემენტების შექმნა ** პროდუქტისთვის და ვებსაიტისთვის ვიზუალური ელემენტების შექმნა ** ბრენდის ვიზუალური იდენტობის გაუმჯობესება ** მარკეტინგის და პროდუქტის გუნდთან აქტიური მუშაობა ** A/B ტესტირების ვარიაციების შემუშავება ** AI ვიზუალურ კონტენტთან აქტიური მუშაობა

შენ მოგაქვს:

** ვიზუალური დიზაინის 5+ წლის გამოცდილება ** AI კონტენტთან მუშაობის გამოცდილება ** ინგლისური ენის ცოდნა

რატომ უნდა შემოგვიერთდე:

** გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის ** გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება ** მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი

სასურველია თან დაურთოთ თქვენი პორტფელის ლინკები (Dribble, Behance, ან სხვა) ან PDF ფაილი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.

დაინტერესებული პირები მიჰყევით ბმულს: https://zurl.to/vTfV?source=jobs.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს Talkpal, Inc.-ის მიერ თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Talkpal
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა