პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

TM9P58EN გამოქვეყნდა 7 ნოე 19 ნახვა

მეტყველების თერაპევტი

თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 დეკ
შესვლა და განაცხადი

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, აბილიტაციის და რეაბილიტაციის ცენტრი "პროსპერო" აცხადებს ვაკანსიას მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო;
  • სამუშაო გრაფიკი: მოქნილი;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის და დატვირთვის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული ან/და კომუნიკაცია, ენა, მეტყველების თერაპიაში სერტიფიკატის მქონე პირი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
  • ბავშვთა და მოზარდთა მეტყველების თერაპევტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სასურველია);
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (სასურველია).

ძირითადი მოვალეობა

  • ბავშვის/მოზარდის მეტყველების განვითარების შეფასება;
  • საჭიროებისამებრ დამატებითი კვლევების დანიშვნა და მულტიგუნდთან ერთად შემთხვევის განხილვა;
  • ბავშვთან მუშაობის პროცესში ბავშვის უნარების და საჭიროებების გათვალისწინება;
  • ბავშვის საკომუნიკაციო და ენობრივ-სამეტყველო უნარებზე მუშაობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • პუნქტუალურობა;
  • როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმის ერთგულება;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე 2026 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მეტყველების თერაპევტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა