უფროსი ბუღალტერი
"Aptos" ესთეტიკური მედიცინის და სილამაზის ინდუსტრიის წამყვანი ქართული კომპანიაა. "Aptos"-ის ისტორია 1996 წელს იწყება: პლასტიკურმა ქირურგმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი, რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას, ძაფებით ლიფტინგს. სწორედ ქართულ კომპანიას ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.
გარდა ამისა, "Aptos" გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას აძლევს. ამჟამად პროდუქცია მსოფლიოს ექვსივე დასახლებულ კონტინენტზე, 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2021 წლიდან კი Aptos-ის პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე Made in Georgia სამარკო ნიშნით გადის.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე: https://aptos.global/
კომპანია "აპტოსი" ეძებს უფროს ბუღალტერს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არარეზიდენტებთან და საერთაშორისო ოპერაციებთან დაკავშირებული საბუღალტრო და საგადასახადო ოპერაციების მართვა და აღრიცხვა;
** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის სისწორისა და შესაბამისობის კონტროლი, სწორი კლასიფიცირება და შემდგომი ბუღალტრული ასახვა;
** იმპორტთან, ექსპორტთან და სხვა უცხოურ ოპერაციებთან დაკავშირებული ხარჯებისა და დოკუმენტაციის აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
** მივლინებებთან დაკავშირებული ხარჯების, დოკუმენტაციისა და ანგარიშსწორებების აღრიცხვა და კონტროლი;
** განხორციელებული ოპერაციების შეფასება, მათ შორის საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, და შესაბამისი სააღრიცხვო ასახვის უზრუნველყოფა;
** არარეზიდენტებთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
** არარეზიდენტ დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორებების კონტროლი, პერიოდული შედარება და დავალიანებების, მათ შორის ვადაგადაცილებული დავალიანებების, ანალიზი;
** შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების, აუდიტისა და სხვა შემოწმებების პროცესებისთვის;
** პასუხისმგებლობის ფარგლებში სააღრიცხვო პროცესების დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, კომპეტენციის ფარგლებში სხვა დაკავშირებული საბუღალტრო ფუნქციების შესრულება.
აუცილებელი განათლება და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** 1 C საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამის ცოდნა;
** ინგლისური ენის გამართული ცოდნა;
** საოფისე პროგრამების განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა.
სამუშაო ტიპი/სამუშაო საათები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ამილახვრის 15;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00;
ჩვენ გთავაზობთ: კორპორაციული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.
დაინტერესების შემთხვევაში, 01 ოქტომბრამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელფოსტაზე:; გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: უფროსი ბუღალტერი.
დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.