9837 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

TNFS104H გამოქვეყნდა 12 ოქტ 32 ნახვა

ლუპ ჰოლდინგი

ლუპ ჰოლდინგი

უძრავი ქონების გაყიდვების კონსულტანტი

ლუპ ჰოლდინგი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ოქტ

Loop Agency აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უძრავი ქონების გაყიდვების კონსულტანტი

Loop Agency ეძებს წარმატებაზე ორიენტირებულ ხალხს.თუ ეძებ მხოლოდ სამსახურს, ეს განცხადება შენთვის არ არის. თუ გჯერა, რომ შენი ცხოვრების ხარისხი, შემოსავალი და პროფესიული განვითარება შენზეა დამოკიდებული, მაშინ სწორედ იმ გუნდს მიაგენი, რომელსაც ეძებდი.

ვინ ვართ? Loop Agency არის პრემიუმ უძრავი ქონების სააგენტო, რომელიც მუშაობს ექსკლუზიური პარტნიორობის პრინციპით. ჩვენთვის უძრავი ქონება მხოლოდ გარიგებები არ არის. ჩვენ ვქმნით ურთიერთობებს, რომლებიც ნდობაზე, პროფესიონალიზმსა და გრძელვადიან პარტნიორობაზე დგას. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს — ვეძებთ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებისეული ხედვები და ღირებულებები ჩვენსას ემთხვევა. ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ნდობა ყველაფრის საფუძველია, წარმატება კი დისციპლინის, შრომისა და მუდმივი განვითარების შედეგი. ჩვენი ყველაზე დიდი ინვესტიცია სწორედ ასეთი ადამიანები არიან.

ვის ვეძებთ? - გამოცდილება უპირატესობაა, მაგრამ არა გადამწყვეტი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იყო: - პასუხისმგებლიანი; - დისციპლინირებული; - თვითმოტივირებული; - განვითარებაზე ორიენტირებული; - ძლიერი კომუნიკაციის უნარის მქონე; - შედეგზე ორიენტირებული; - აზარტული; - ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა დამატებითი უპირატესობა იქნება;

რას გთავაზობთ? - შეუზღუდავ საკომისიო სისტემას; - პროფესიონალურ ტრენინგებსა და მენტორობას; - თანამედროვე CRM-სა და ძლიერ მარკეტინგულ მხარდაჭერას; - გუნდს, რომელიც შენს განვითარებაში ყოველდღიურად დებს ინვესტიციას; - რეალურ შესაძლებლობას, შექმნა მაღალი შემოსავალი საკუთარი შედეგებით; - კარიერულ გარემოს, სადაც შენი ზრდის ერთადერთი ზღვარი შენივე მიზნებია.

სამუშაო პირობები: - თბილისი, ვაკე, ნიკოლოზ ყიფშიძე N9 - ორშაბათი – პარასკევი | 10:00 – 18:00 - ანაზღაურება: საკომისიო სისტემა — შემოსავლის ზედა ზღვრის გარეშე.

ერთი კითხვა საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ იამაყებ იმ გადაწყვეტილებით, რომელსაც დღეს მიიღებ? თუ პასუხი „კი“ არის და მზად ხარ არა უბრალოდ სამსახურისთვის, არამედ კარიერისთვის, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის, გამოგვიგზავნე CV და რამდენიმე წინადადება საკუთარ თავზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა