გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

TR32RENY გამოქვეყნდა 30 ოქტ 38 ნახვა

საწყობის თანამშრომელი

ვაკო მოტორსი

ვაკო მოტორსი

ვაკო მოტორსი გარე განცხადება
₾1300 / თვეში −10% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,450 ₾ · 88 განცხადება ბოლო ვადა: 28 ნოე
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თქვენ გთავაზობთ

  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია „არდიში“;
  • ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება

  • კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი პროდუქციის საწყობიდან გამოტანა;
  • შემოსული პროდუქციის დათვლა/აღრიცხვა და დასაწყობება;
  • საწყობიდან სათადარიგო ნაწილების მაღაზიის დახლზე გამოტანის უზრუნველყოფა;
  • საწყობებს შორის შიდა გადაზიდვების მომზადება და განხორციელება;
  • საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება.

კვალიფიკაცია და უნარები რომელიც უნდა გქონდეთ

  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ლოჯისტიკის მიმართულებით;
  • სასურველია საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საწყობის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ოპერატიული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები: სამუშაო დრო: 09:00-18:00 (კვირაში ორი დღე დასვენება) ანაზღურება :1300 ლარი ნეტი სამუშაო ადგილი: ორხევი, თ.ჩანტლაძის #15 (ისთ ფოინთთან ახლოს)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ: საწყობის თანამშრომელი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა