9880 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

TRE8ZR0Q გამოქვეყნდა 13 ოქტ 60 ნახვა

ფიქს პრაისი

ფიქს პრაისი

მოლარე-მერჩენდაიზერი

ფიქს პრაისი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 11 ნოე

მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქციას — საკვებიდან და საყოფაცხოვრებო ქიმიიდან დაწყებული, სახლის დეკორითა და ტექსტილით დამთავრებული.

დღეს კომპანია 10 ფილიალს აერთიანებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და აქტიურად განაგრძობს გაფართოებას.

ბათუმში ვეძებთ მოლარე-მერჩენდაიზერს, რომელიც იზრუნებს მომხმარებლების ხარისხიან მომსახურებაზე, სალარო ოპერაციების სწორად შესრულებასა და სავაჭრო დარბაზში პროდუქციის მოწესრიგებულ განლაგებაზე.

თუ ხართ ენერგიული, პასუხისმგებლიანი და კომუნიკაბელური ადამიანი, გიყვართ მომხმარებლებთან ურთიერთობა და გუნდურ გარემოში მუშაობა, შემოგვიერთდით!

რას გააკეთებთ? - მომხმარებლების სწრაფი, თავაზიანი და ხარისხიანი მომსახურება; - ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების სწორად შესრულება; - სალარო აპარატისა და გადახდის ტერმინალის გამოყენება; - სალაროსთან განთავსებული პროდუქციის ასორტიმენტისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი; - პროდუქციის სავაჭრო დარბაზში განლაგება და მარაგების შევსება; - პროდუქციის განლაგების, ხარისხისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი; - სავაჭრო დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; - პროდუქციის შესახებ მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; - გაყიდვების ზრდასა და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ აქტივობებში მონაწილეობა; - კომპანიის შიდა წესებისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების დაცვა.

რას ველოდებით თქვენგან? - გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარს; - მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას; - პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და პუნქტუალურობას; - ყურადღებიანობასა და სიზუსტეს, განსაკუთრებით სალარო ოპერაციების შესრულებისას; - დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარს; - რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად; - გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო.

რას გთავაზობთ? - ანაზღაურება: 1200 ლარიდან; - საათობრივი ანაზღაურების სისტემა; - სამუშაო გრაფიკი: 2/2 — ორი სამუშაო დღე და ორი დასვენების დღე; - სამუშაო საათები: 10:00–19:00, შესვენების ჩათვლით; - ახალ ფილიალში მუშაობისა და მზარდი გუნდის წევრობის შესაძლებლობა.

როგორ შემოგვიერთდეთ? გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: „მოლარე-მერჩენდაიზერი — ბათუმი“.

პერსონალური მონაცემების დამუშავება: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. კომპანია მათ დაამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნეს სხვა შესაბამის ვაკანსიაზეც.

მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა