პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

TRFDWQPS გამოქვეყნდა 9 ნოე 7 ნახვა

არქიტექტორი

ტომპსონი & ფრენჩი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 დეკ
შესვლა და განაცხადი

"ტომპსონი & ფრენჩი" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე არქიტექტორი.

დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

როლი მოიცავს როგორც ახალი ობიექტების კონცეფციის შემუშავებას კონტრაქტორებთან ერთად, ასევე არსებული სივრცეების განახლებასა და რეკონსტრუქციას. პოზიცია უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიან, ეფექტურ და დროულ განხორციელებას ყველა ჩართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

არქიტექტურული დაგეგმვა და პროექტირება

  • არსებული ობიექტების სარეკონსტრუქციო და სარემონტო პროექტების მომზადება ან კორექტირება;
  • ავეჯის განლაგების, ინტერიერის ელემენტების, ფარდა-ჟალუზების, დიზაინის ელემენტების და სხვა ვიზუალური კომპონენტების პროექტების შემუშავება.

პროექტების მართვა და კოორდინაცია

  • პროექტების შეთანხმება ბიზნეს მიმართულებებთან, ხელმძღვანელებთან;
  • გარე საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიერ მომზადებული პროექტების განხილვა და შეფასება;
  • სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • პროექტების ვადების, ხარისხისა და შეთანხმებული სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • პროექტის განხორციელების პროცესში შესაძლო რისკების, შეფერხებებისა და გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა.

ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა

  • ავეჯის და სხვა ინფრასტრუქტურული კომპონენტების ხარისხის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურება.

რეგულაციები და ადმინისტრაციული მხარდაჭერა

  • სახელმწიფო უწყებებთან და მუნიციპალიტეტებთან შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება;
  • შეთანხმებებისა და ნებართვების პროცესის კოორდინაცია;
  • საჭირო მასალებისა და ინვენტარის დაგეგმვასა და შეკვეთის პროცესში მონაწილეობა.

პროცესების განვითარება

  • ხარჯების ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და პროცესების ეფექტიანობის ზრდის ინიციატივების შეთავაზება;
  • თანამედროვე არქიტექტურული და დიზაინის ტენდენციების კვლევა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
  • არქიტექტურული პროექტირების, ინტერიერის დაგეგმარების ან სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • არქიტექტურული პროგრამები: აუცილებელია ArchiCAD-ის კარგად ცოდნა (კარგი იქნება 3D ვიზუალიზაციისთვის სხვა პროგრამების ცოდნაც);
  • Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
  • ტექნიკური ნახაზების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;
  • პროექტების კოორდინაციისა და მრავალ დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრობლემების გადაჭრის, პრიორიტეტების მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ქართული და რუსული ენების კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • ინიციატივიანობა და მუდმივი განვითარების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე.

წერილის სათაურში მიუთითეთ: "არქიტექტორი - სახელი, გვარი"

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა