გამოცდილი სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი
შპს "სანი 2020" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე. ვეძებთ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია სამშენებლო პროექტებისა და სატენდერო დოკუმენტაციის დამოუკიდებლად დამუშავება.
ძირითადი მოვალეობები:
- სახელმწიფო და კერძო ტენდერების ხარჯთაღრიცხვების შედგენა და განფასება;
- BOQ-ის დეტალური დამუშავება;
- პროექტიდან სამუშაოთა მოცულობების ამოღება და გადამოწმება;
- მასალების, სამუშაო ძალის, ტექნიკისა და სხვა ხარჯების საბაზრო ფასებით გაანგარიშება;
- სამუშაოების რეალური თვითღირებულების დათვლა;
- ფორმა №2-ისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- Excel-ში რთულ და დიდი მოცულობის ხარჯთაღრიცხვებთან მუშაობა;
- სატენდერო ხარჯთაღრიცხვის საბოლოო შემოწმება წარდგენამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო სფეროში ხარჯთაღმრიცხველად მინიმუმ 3-5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
- სამშენებლო პროექტებისა და ნახაზების კარგად კითხვა;
- სახელმწიფო ტენდერებთან მუშაობის გამოცდილება;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- პასუხისმგებლობა და დიდი მოცულობის პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
პირობები:
- ანაზღაურება: 4000 ლარი ხელზე;
- სამუშაო ადგილი: ქუთაისი;
- დასაქმება: სრული განაკვეთი.
განსაკუთრებული უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს მსხვილი სახელმწიფო სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვებზე მუშაობის გამოცდილება.
განაცხადის გამოგზავნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV და შესრულებული პროექტების მოკლე ჩამონათვალი:
გთხოვთ, CV-ში მიუთითოთ ყველაზე დიდი ღირებულების სამშენებლო პროექტი, რომლის ხარჯთაღრიცხვაზეც პირადად გიმუშავიათ.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.