8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

TSRDZ56Q გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

მძღოლი

თერმო ცენტრი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1700 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge

"თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შ. გოგიძის ქუჩა 6

ანაზღაურება: 6 თვიან საგამოცდო პერიოდში 1700 ლარი (ხელზე ასაღები), მე-7 თვიდან 1900 ლარი (ხელზე ასაღები)

გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, არაუმეტეს 40 სთ.

დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმების პირველივე თვიდან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის დროულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება თერმო ცენტრის ფილიალებში, პარტნიორ კომპანიებთან და კლიენტებთან;

** ავტომობილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობის B და C კატეგორია.

** მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი"

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თერმო ცენტრი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის