9,120 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

TTASRAZB გამოქვეყნდა 25 სექ 4 ნახვა

პანორამა ჯგუფი

პანორამა ჯგუფი

გაყიდვების შემდგომი მენეჯერი

პანორამა ჯგუფი გარე განცხადება
ქუთაისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 ოქტ

დეველოპერული კომპანია "პანორამა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას Aftersales Manager-ის პოზიციაზე ქუთაისში.

ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს უკვე გაყიდული ბინების მესაკუთრეებთან ურთიერთობას და ოფისში მოსული პოტენციური მომხმარებლების პირველად მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • უკვე გაყიდული ბინების მესაკუთრეებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • მომხმარებლებისთვის პროექტის მიმდინარეობისა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მესაკუთრეების შეკითხვებისა და მოთხოვნების მიღება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
  • ოფისში შემოსული, ბინის შეძენით დაინტერესებული მომხმარებლების მიღება;
  • დაინტერესებული პირებისთვის პროექტის შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება და პრეზენტაციის ჩატარება;
  • მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამის გაყიდვების მენეჯერთან გადამისამართება;
  • მომხმარებელთან მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პოზიტიური გამოცდილების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება და კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე, გაყიდვებში, მომხმარებელთა მომსახურების ან დეველოპერულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №8 სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი სამუშაო საათები: 10:00 - 18:00

თუ ხარ კომუნიკაბელური, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს მუშაობა დინამიურ, განვითარებად დეველოპერულ კომპანიაში, გამოგვიგზავნე შენი CV ელ.ფოსტაზე და გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2026 წელი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
პანორამა ჯგუფი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა