PR მენეჯერი
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას PR ხელმძღვანელის პოზიციაზე, თბილისში, უძრავი ქონების მიმართულებით მოღვაწე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისთვის.
ძირითადი მოვალეობები: - ჯგუფში შემავალი კომპანიების PR / კორპორაციული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; - თითოეული კომპანიის სპეციფიკის გათვალისწინებით საკომუნიკაციო გეგმების განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია; - ჯგუფისა და მასში შემავალი კომპანიების პოზიციონირებაზე, რეპუტაციასა და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა; - კომპანიების ძირითადი საკომუნიკაციო მესიჯების ჩამოყალიბება და სხვადასხვა არხში მათი თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა; - მედიასთან ურთიერთობის მართვა, პრესრელიზების, განცხადებების, ინტერვიუებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება; - კომპანიის წარმომადგენლების საჯარო გამოსვლების, ინტერვიუებისა და მედია აქტივობების კოორდინაცია; - მენეჯმენტისთვის კორპორაციული და ბიზნეს პრეზენტაციების მომზადება, მათ შორის კომპანიის, მიმდინარე და სამომავლო პროექტების, ბიზნეს შედეგებისა და განვითარების გეგმების შესახებ; - საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტთან ერთად ინვესტორებთან, ბიზნეს პარტნიორებთან და სხვა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებში მონაწილეობა; - შეხვედრებისთვის პრეზენტაციების, ძირითადი მესიჯების, სასაუბრო თემებისა და სხვა საჭირო მასალების მომზადება; - PR კამპანიების, კორპორაციული ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და სხვა საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და ჩართულობა; - PR და საკომუნიკაციო სააგენტოებთან, მედიასთან, პარტნიორებთან და სხვა გარე მხარეებთან ურთიერთობის მართვა; - კრიზისული კომუნიკაციის პროცესის დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობა; - მედია გაშუქებისა და საკომუნიკაციო აქტივობების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგება მენეჯმენტისთვის; - PR მიმართულების ბიუჯეტის დაგეგმვასა და კონტროლში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია მარკეტინგის, PR / კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის მიმართულებები) - PR მენეჯერად მუშაობის 4-5 წლიანი გამოცდილება (სასურველია ჰოლდინგურ კომპანიაში) - ინგლისური ენის კარგად ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიარეთ რეზიუმე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.