სხვადასხვა
"ბონკაფე" წარმოადგეს ადგილს, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიური რაციონის შემადგენელ საკვებ პროდუქტებს. პურ-ფუნთუშეულს, სხვადასხვა სახეობის ცხელ და ცივ კერძებს, დესერტებს. ცივ და ცხელ სასმელებს.
მისამართი: ნეკერჩხლის 2; "მწვანე ქალაქი ლისზე".
ჩვენს გუნდში ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს შემდეგ პოზიციებზე:
1. ბარისტა
პირობები:
- ანაზღაურება: 1200 + ბონუსი
- დასვენება 6/1 (6.5 სთ სამუშაო გრაფიკი)
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
- სამუშაო საათები : 08:00- 15:00 / 15:00-22:00
ძირითადი მოვალეობები:
- მენიუს მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა;
- მომხმარებლების კონსულტაცია;
- სალაროს ოპერაციების შესრულება;
- სხვადასხვა სახეობის ცივი და ცხელი სასმელების მომზადება;
- ონლაინ შეკვეთების კოორდინირება;
- სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
- შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
- სტუმრების მიერ მიღებული უკუკავშირის შესაბამის ზედამხედველთან გაზიარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- კომუნიკაციისა და გამართულად მეტყველების უნარები.
2. მიმტანი
პირობები:
- ანაზღაურება: 1300 + ბონუსი
- დასვენება 6/1 (6.5 სთ სამუშაო გრაფიკი)
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
- სამუშაო საათები : 08:00- 15:00 / 15:00-22:00
ძირითადი მოვალეობები:
- მენიუს მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა და სტუმრებისთვის კონსულტაციის გაწევა;
- სალაროს ოპერაციების შესრულება;
- ონლაინ შეკვეთების კოორდინირება;
- სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
- სტუმრების დახვედრა და მაგიდასთან განთავსება;
- შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
- მაგიდების სერვირება;
- გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
3. მზარეულის დამხმარე
ანაზღაურება: 1300 + ბონუსი დასვენება 6/1 (6.5 სთ სამუშაო გრაფიკი) სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი სამუშაო საათები: 08:00- 15:00 / 15:00-22:00
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცილება ჩაითვლება უპირატესად;
- განათლება კვების ტექნოლოგიების ან მზარეულის პროფესიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო დღის განმავლობაში მენიუში არსებული პროდუქტების (სენდვიჩების, სალათების, ცხელი კერძების და სხვა) მომზადება;
- შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების შესრულება;
- შეკვეთების ყურადღებით, რეცეპტების შესაბამისად მომზადება;
- სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
- სამზარეულოს დანადგარებისა და ინვენტარის გამართულობის მონიტორინგი;
- მომდევნო სამუშაო დღისთვის მარაგების მომზადება;
- ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტის დაცვა.
4. დიასახლისი
ანაზღაურება: 1300 + ბონუსი დასვენება 6/1 (6.5 სთ სამუშაო გრაფიკი) სამუშაო საათები: 08:00- 15:00
ფუნქცია-მოვალეობები:
- სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
- დალაგებისთვის საჭირო ინვენტარის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა და დაზიანების შემთხვევაში დროული რეაგირება;
- საწმენდ/სარეცხი საშუალებების მარაგების კონტროლი;
- ობიექტზე (105კვ.მ) სისუფთავის და ჰიგიენის მაღალი დონის უზრუნველყოფა;
- საწარმოო/სასაწყობე სივრცის წმენდა/დასუფთავება ჰიგიენის ნორმების შესაბამისად.
საჭირო უნარები:
- ყურადღებიანი და მობილიზებული;
- პუნქტუალური;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.