საწყობის მენეჯერის დამხმარე
"ზებრა გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქიზიყის ქ. N50
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (10:00-14:00)
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში არსებული პროდუქციის ყოველდღიური კონტროლი და მონიტორინგი (სწორი განლაგება, რაოდენობა და პროდუქციის მდგომარეობა);
** პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროცესში მონაწილეობა;
** შეკვეთების მომზადება და პროდუქციის ზუსტად გადანაწილება შესაბამის ფილიალებში;
** გასაგზავნი პროდუქციის რაოდენობისა და მდგომარეობის შემოწმება;
** მიღებული პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი;
** საწყობის პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა საწყობის მენეჯერთან ერთად;
** საწყობში წესრიგისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
** სასურველია საწყობში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word და სხვა);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და აკმაყოფილებთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე:. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.