8,904 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

TWYW3619 გამოქვეყნდა 19 სექ 9 ნახვა

თიბისი

თიბისი

ჯუნიორ ბრენდ მენეჯერი

თიბისი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 ოქტ

თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ჯუნიორ ბრენდ მენეჯერი

ადგილმდებარეობა: სათაო / ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი მოქმედების ვადა: 18/09/2026 დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა - კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება - პერიოდული (business as usual stream) საკომუნიკაციო გეგმის გაწერა ყველა არხის გამოყენებით და აღსრულება - გადაღებების დაგეგმვა და აღსრულება - შიდა პროდუქტების გუნდებთან თანამშრომლობა - ახალი პროდუქტის ან სერვისის ბრენდთან შესაბამისობაში უზრუნველყოფა - მარკეტინგის მიმართულებით ტექნიკური დავალებების აღსრულება - მარკეტინგული ბიუჯეტის კონტროლი

კვალიფიკაცია - გაქვს ბრენდინგისა და კომუნიკაციების გამოცდილება; - აზროვნებ შემოქმედებითად,ინოვაციურად და სტრატეგიულად; - გაქვს დიდი და საშუალო ზომის პროექტების და კამპანიების მართვის გამოცდილება; - შეგიძლია Multitasking/ერთდროულად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა და მართვა; - გაქვს კონტენტის შექმნის გამოცდილება და უნარები(სტორითელინგი, სოციალური მედია, ვიდეო და ტექსტური მასალები) - გაქვს ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება; - ხარ დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული; - ხარ ემპათიური; - შეგიძლია როგორც დამოუკიდებლად,ისე გუნდურად მუშაობა; - გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

რატომ უნდა შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს? - რადგან, ჩვენთვის შეუძლებელიც შესაძლებელია; - რადგან, შენ დამოუკიდებლად უხელმძღვანელებ კრეატიულ და ინოვაციურ პროექტებს; - რადგან, აქტიური შეხება გექნება კრეატიულ ინდუსტრიასთან; - გექნება შესაძლებლობა შენი იდეები რეალობად აქციო და ხელი შეუწყო ბრენდის განვითარებას და ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას; - გეყოლება პროფესიონალი და მხიარული გუნდი,ვისთან ერთადაც საუკეთესო შედეგებს დადებ;

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BPFrg

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თიბისი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა