8371 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

TX4GTS9W გამოქვეყნდა 27 აგვ 4 ნახვა

არქიტექტორის დამხმარე

სკაილაინ ჯგუფი via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "სკაილაინ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ** საპროექტო დოკუმენტაციისა და სანებართვო პროცედურების მომზადება და კონტროლი; ** არსებული არქიტექტურული პროექტების რეკონსტრუქცია და მონიტორინგი (აბუსერიძის ქ. N19 და N23, პარალელი A და B ბლოკები); ** სამუშაო (მუშა) ნახაზების მომზადება; ** პროექტებისა და სამუშაო ნახაზების რევიზია და შესაბამისობის შემოწმება; ** საინჟინრო და ტექნოლოგიური ნაწილების გადამოწმება არქიტექტურულ პროექტებთან შესაბამისობაში; ** საპროექტო სპეციფიკაციების მომზადება; ** არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების შედარება და კონტროლი; ** სამშენებლო ჯგუფისთვის გადასაცემი არქიტექტურული ნახაზების მომზადება და შესაბამისობის შემოწმება; ** პროექტის საექსპლუატაციო დოკუმენტაციის მომზადება; ** ფასადური ნახაზების შედარება არქიტექტურულ პროექტთან; ** ინტერიერის დიზაინის შესაბამისი სამუშაო და ავეჯის ნახაზების მომზადება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი); ** ArchiCAD-ისა და/ან AutoCAD-ის კარგი ცოდნა; ** MS Office (Word, Excel, PowerPoint) პროგრამების ცოდნა; ** საპროექტო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას; ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: N.kokaia@premiumgroup.ge. სათაურში მიუთითეთ: "არქიტექტორის დამხმარე".

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სკაილაინ ჯგუფი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა