10 551 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

TXSM81D2 გამოქვეყნდა 3 ოქტ 14 ნახვა

ოჯახის დამხმარე / ძიძა

დამსაქმებელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი დაცვა / უსაფრთხოება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ოქტ

ცხადდება ვაკანსია ოჯახის დამხმარე-ძიის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და ბავშვებთან ურთიერთობის მოყვარულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება 5 წლის ლუკაზე ზრუნვაში, მის ყოველდღიურ გადაადგილებასა და საოჯახო საქმეებში.

ძირითადი მოვალეობები: • ლუკას პრესქულში წაყვანა და სახლში დაბრუნება; • ბავშვის სხვადასხვა აქტივობაზე წაყვანა-წამოყვანა, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით; • პრესქულიდან ან აქტივობებიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვთან ყოფნა, მასზე ზრუნვა და ასაკის შესაბამისი თამაშებით დაკავება მშობლის დაბრუნებამდე - დაახლოებით 19:00 საათამდე; • ბავშვის პრესქულში ყოფნის პერიოდში სახლის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება, ყოველდღიურ საოჯახო საქმეებში დახმარება და საჭიროებისამებრ მცირე საყიდლების გაკეთება. • ბავშვთან ყოფნის დროს მთავარი პრიორიტეტი მისი უსაფრთხოება და მასზე ყურადღებით ზრუნვაა. საოჯახო საქმეების კონკრეტული ჩამონათვალი წინასწარ შეთანხმდება.

სასურველია: • ბავშვებთან ურთიერთობისა და ოჯახში მუშაობის გამოცდილება; • პუნქტუალურობა, ყურადღებიანობა და თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება; • წინა დამსაქმებლის რეკომენდაცია; • საკუთარი ავტომობილი და უსაფრთხო მართვის გამოცდილება.

  • მისამართი: თბილისი, ავლაბარი.
  • სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები და დაწყების დრო შეთანხმებით; დასრულება - დაახლოებით 19:00 საათზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით, სამუშაო გრაფიკისა და მოვალეობების გათვალისწინებით. საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში გადაადგილების ხარჯების დაფარვა ცალკე შეთანხმდება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ და მოკლედ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. ასევე მიუთითეთ, გყავთ თუ არა საკუთარი ავტომობილი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დამსაქმებელი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა