გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

TY9V35MG გამოქვეყნდა 19 ნოე 0 ნახვა

მოძრავი მერჩენდაიზერი

სანდომი გარე განცხადება
₾1200 / თვეში ორიგინალზე გადასვლა ↗

გამოქვეყნდა 19 ნოე (დარჩა 7 დღე) ბოლო ვადა: 26 ნოე

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს „ვასაძის პურის“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქსეულურ მარკეტებში.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 კვირაში 5 სამუშაო დღე
  • დასვენება: 2 დღე
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი (+ გეგმასთან მიბმული ბონუსი 400 ლარამდე);
  • ულიმიტო სამგზავრო ბარათი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.
  • სამუშაო უბნები: ვაზისუბანი, ვარკეთილი, ისანი, ორთაჭალა,ავლაბარი. დღის ჭრილში 18-24 - მდე ობიექტი.

ფუნქცია/მოვალეობები

  • ქსელურ სუპერმაკეტებში კომპანიის ასორტიმენტის თაროებზე სწორი განლაგების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლების სისწორის კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • FIFO-ს პრინციპის დაცვა და ნაშთების კონტროლი;
  • ობიექტის მენეჯერთან (ან ადმინისტრატორთან) მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის გაშლა/განლაგების უზრუნველყოფა;
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
  • შეკვეთის სისწორის კონტროლი;
  • ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია მსგავს ან მომიჯნავე სფეროში გამოცდილების ქონა;
  • საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ

  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/yAmgP2pc

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა