გრაფიკული დიზაინერი
შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის ბრენდის ვიზუალური იდენტობის განვითარება და ბრენდბუქის სტანდარტების დაცვა;
- სოციალური მედიის პლატფორმებისთვის (Facebook, Instagram, LinkedIn) ვიზუალური კონტენტის შექმნა;
- ციფრული და ბეჭდური მარკეტინგული მასალების დიზაინის მომზადება (ბანერები, ბროშურები, პრეზენტაციები, სარეკლამო მასალები და სხვ.);
- სარეკლამო კამპანიებისა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობისთვის კრეატიული ვიზუალური კონცეფციების შემუშავება;
- კომპანიის ვებგვერდისა და სხვა ციფრული არხებისთვის გრაფიკული მასალების მომზადება;
- ღონისძიებებისა და კორპორაციული პროექტებისთვის ვიზუალური მასალების შექმნა;
- ფოტოებისა და სხვა გრაფიკული მასალების დამუშავება და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის ადაპტირება;
- მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა ვიზუალური კომუნიკაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- Adobe Creative Cloud-ის პროგრამების, განსაკუთრებით Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
- AI ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება ვიზუალური კონტენტის შექმნისა და დამუშავების პროცესში;
- Adobe InDesign-ის ცოდნა; (სასურველია)
- სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნის გამოცდილება;
- ბეჭდური მასალების დიზაინისა და საბეჭდად მომზადების სპეციფიკის ცოდნა;
- კომპოზიციის, ტიპოგრაფიის, ფერთა თეორიისა და თანამედროვე დიზაინის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
- ბრენდის ვიზუალური იდენტობისა და ერთიანი სტილის დაცვის გამოცდილება;
პიროვნული უნარები
- კრეატიული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და დადგენილი ვადების დაცვის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია და უკუკავშირის გათვალისწინების უნარი;
- ორგანიზებულობა და რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
1. ჯანმრთელობის დაზღვევას; 2. Fitpass-ით სარგებლობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - გრაფიკული დიზაინერი კომფიდენციალობა:
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავიაკომპანია ჯეო სქაიმ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე ან/და ტელეფონის ნომერზე
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "იურიდიული მხარდაჭერისა და მონაცემთა უსაფრთხოების ცენტრი და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
"გატყობინებთ, რომ ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშავოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები იმ მიზნით, რომ მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა და შეფასება. თქვენი მონაცემები არ გაიცემა მესამე პირებზე თქვენი ნებართვის გარეშე და გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის ფარგლებში."