8898 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

V18XEZVA გამოქვეყნდა 10 სექ 5 ნახვა

Sakura Properties

Sakura Properties

ოფისის მენეჯერი

Sakura Properties გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1100 / თვეში ბოლო ვადა:

Sakura Properties, პრემიუმ უძრავი ქონების საბროკერო კომპანია თბილისში, ეძებს თანამშრომელს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც შეძლებს ოფისის ყოველდღიური პროცესების ორგანიზებას, გუნდთან ეფექტურ კომუნიკაციას და ადმინისტრაციული საკითხების დამოუკიდებლად მართვას.

ეს პოზიცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება შენთვის, თუ გიყვარს ორგანიზებულობა, ადამიანებთან ურთიერთობა და პროცესების მოწესრიგება.

ძირითადი მოვალეობები:

** აღმასრულებელი დირექტორის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში (ელ-ფოსტა, კალენდარი, შეხვედრების დაგეგმვა); ** დირექტორისთვის ვადების, შეხვედრების და პრიორიტეტების კონტროლი, დღის განრიგის შედგენა. ** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება; ** საოფისე მარაგებისა და საჭირო ნივთების მართვა; ** კომპანიის დოკუმენტაციისა და ფაილების ორგანიზება; ** თანამშრომლების ადმინისტრაციული საკითხების კოორდინაცია; ** შეხვედრებისა და სხვადასხვა საოფისე აქტივობის ორგანიზება; ** გუნდთან ყოველდღიური კომუნიკაცია და საჭირო საკითხების კოორდინაცია; ** ხელმძღვანელისა და გუნდის ადმინისტრაციული მხარდაჭერა; ** სხვადასხვა მიმდინარე დავალებისა და მცირე პროექტის დამოუკიდებლად მართვა;

შენ გეძებთ თუ:

** ორგანიზებულობა შენი ძლიერი მხარეა და გეგმების შედგენა ნამდვილად გიყვარს; ** შეხვედრებზე ყოველთვის დროულად, ან ცოტა ადრე მიდიხარ; ** გიყვარს ადამიანებისთვის საქმის გამარტივება; ** შეგიძლია ერთდროულად რამდენიმე საკითხის მართვა ისე, რომ არცერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ გამოგრჩეს; ** არ ელოდები ყოველთვის ინსტრუქციას და შეგიძლია დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება; ** გაქვს მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციულ, ასისტენტის, კოორდინატორის ან მსგავს პოზიციაზე; ** კარგად ფლობ საოფისე პროგრამებს და კომფორტულად მუშაობ ციფრულ პლატფორმებთან; ** კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა - როგორც წერილობით, ისე ზეპირად; ** პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდები და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიჰყვები; ** ენერგიული ხარ, გიყვარს აქტიური სამუშაო გარემო და ადამიანებთან ურთიერთობა; ** გინდა იმუშაო გარემოში, სადაც ყოველდღე რაღაც ახალს ისწავლი და ბიზნესის სხვადასხვა პროცესში ჩაერთვები.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ** ორგანიზებულობა და პრიორიტეტების მართვის უნარი ** პრობლემის დროულად დანახვა და გადაწყვეტილების შეთავაზება მანამ, სანამ ამის შესახებ სხვა გეტყვით ** დეტალებზე ორიენტირებულობა (აუცილებელია) ** კომუნიკაციის მაღალი კულტურა, როგორც წერილობით, ასევე ზეპირად

რატომ უნდა გახდე Sakura-ს გუნდის ნაწილი:

** სწრაფად მზარდი კომპანია, სფეროს ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში ** პროფესიონალური და თანამედროვე სამუშაო გარემო ** ტრენინგების თანადაფინანსება და მუდმივი განვითარება ** დადებითი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი ** დაზღვევის თანადაფინანსება

სამუშაო პირობები:

** ხელფასი: 1100 ლარი (NET) ** სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00 ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი ** ლოკაცია: მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ

კომპანიის გაცნობა შეგიძლია ჩვენს გვერდებზე: https://www.instagram.com/sakura.properties/

რეზიუმე კი და საინტერესო ინფორმაცია შენ შესახებ ამ ლინკის მეშვეობით გაგვიზიარე: https://docs.google.com/forms/d/1wg94ychRz9i9ajS7C8HFU4GDsPcrrUELIWi7NeQ9ke0/edit

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Sakura Properties
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა