9881 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

V19Z2XD2 გამოქვეყნდა 7 ოქტ 28 ნახვა

საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი

აგროტექნო გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 8 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

შპს "აგროტექნო" აგრარული სექტორის ლიდერი კომპანიაა საქართველოში, "აგროტექნო" მომხმარებელს სთავაზობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას.

"აგროტექნო" მუდმივად სთავაზობს მსოფლიო აგრარულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და სიახლეებს ადგილობრივ მომხმარებლებს!

https://at.com.ge/ https://www.facebook.com/agrotechno/?locale=ka_GE https://ge.linkedin.com/company/agrotechno

კომპანიის განვითარების სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს! გახდი ჩვენი გუნდის წევრი, საქართველოს აგრარული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში. ჩვენ გთავაზობთ დასაქმების და განვითარების რეალურ შესაძლებლობას.

ვაკანსია: საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი მე-15კმ) სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, 10:00-18:00 სთ (ორშაბათი-პარასკევი)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციური ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, შეფასება და ბაზის პერიოდული განახლება;
  • საფასო შეთავაზებების გამოთხოვა, შედარებითი ანალიზი და საუკეთესო პირობების მიღება (ფასი, ფასდაკლება, გადახდის ვადები)
  • მომწოდებლებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და მათი ეფექტურობის (KPI) რეგულარული შეფასება;
  • კომპანიის შიდა დეპარტამენტებიდან შესული განცხადების მიღება, პრიორიტეტიზაცია და დამუშავება;
  • შესყიდვების შეკვეთების ფორმირება, გაგზავნა და პროცესის მიმდინარეობაზე თვალყურის დევნება;
  • მიღებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემოწმების კოორდინაცია საწყობის მენეჯერთან;
  • მომწოდებელთან ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და შესაბამის პასუხისმგებელ პირთან კომუნიკაცია;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების (ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ზედნადები) სრული წესრიგი და ბუღალტერიისათვის გადაცემა;
  • საავანსო და საბოლოო ანგარიშსწორების კონტროლი ფინანსურ დეპარტამენტთან თანამშრომლობით;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელისათვის, (შესყიდვების მოცულობა, დაზოგილი თანხები, დროის ლიმიტები)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლამდე გამოცდილება;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2);
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • განვითარებისკენ სწრაფვა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრული გუნდს;
  • განვითარების შესაძლებლობას;
  • პროფესიული ტრენინგებს;
  • შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას, თანამშრომლობიდან 3 თვის გასვლის შემდეგ;
  • ასევე, ჯანმრთელობის დაზღვევას.

კონკურსის ეტაპები:

  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე არაუგვიანეს 2026 წლის 7 ნოემბრამდე გთხოვთ, სათაურის ველში (subject-ში) მიუთითეთ პრზიციის დასახელება - "საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა