ქეითერინგის მზარეული
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.
კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას ქეითერინგის მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 33ა
სამუშაო განაკვეთი: დინამიური გრაფიკი
ძირითადი ფუნქციები:
** ქეითერინგისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქციის მომზადება განსაზღვრული საკალკულაციო და ტექნოლოგიური ბარათების, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** ქეითერინგისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების ოდენობის განსაზღვრა;
** ქეითერინგისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქციის მოსამზადებლად აუცილებელი ნედლეულის ხარისხის და ვადების კონტროლი, მარაგების კონტროლი;
** მომზადებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** სამუშაო დღის ბოლოს სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კვების ჰიგიენური სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.
უნარები:
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** პასუხისმგებლიანობა;
*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:, წერილის თემის გრაფაში მიუთითთ ვაკანსიის დასახელება - ქეითერინგის მზარეული.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.