სავაჭრო წარმომადგენელი/პრესეილერი
შპს "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრესეილერის) პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://dls.ge/
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაგზლის ტერიტორია სამუშაო განაკვეთი: სრული შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს დამატებული ბონუსი
დასაქმებულს ავტომობილით, საწვავით და კორპორატიული მობ. ნომრით უზრუნველყოფს კომპანია.
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტების ვიზიტი;
- შეკვეთების მიღება და მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
- ახალი ობიექტების მოძიება და ქსელის გაფართოება;
- სავაჭრო სივრცეში პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა;
- პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ეფექტური პრეზენტაცია;
- სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება.
საჭირო კვალიფიკაცია:
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- სასურველია MS office-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- მათემატიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
გთავაზობთ:
- ხელმძღვანელთა ჯგუფის მუდმივ მხარდაჭერას;
- სტაბილურ და მოტივაციურ ანაზღაურების სისტემას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.