9859 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

V26NB7KY გამოქვეყნდა 21 ოქტ 10 ნახვა

დიასახლისი

ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ნოე

„ბაქსვუდის სკოლა - თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე გელოვანის/წყნეთის კამპუსში. ბაქსვუდის სკოლა მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში. 2023 წლიდან ფუნქციონირებს ბაქსვუდის სკოლის ახალი კამპუსი გელოვანზე.

კონკურსის წესები და ეტაპები: - პირველი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შერჩევას; - მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან; - მესამე ეტაპზე გასაუბრება სკოლის აკადემიურ დირექტორთან და პერსონალის მართვისა და განვითარების მენეჯერთან - კონკურსის მიმდინარეობისას, სკოლა პროაქტიულად დაუკავშირდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატს. - კონკურსის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ აპლიკანტს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია შედეგების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე (სასტუმროში, სკოლაში, ოფისსა თუ კერძო სექტორში) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება (განიხილება გამოცდილების არმქონე კანდიდატებიც).

საჭირო კომპეტენციები: - სკოლის შიდა სივრცეების (კლასები, დერეფნები, კაბინეტები, სველი წერტილები) ყოველდღიური მიმდინარე და გენერალური დასუფთავება; - საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების უსაფრთხო, ინსტრუქციის შესაბამისი და ეკონომიური გამოყენება; - სანიტარულ კვანძებში ჰიგიენური საშუალებების (საპონი, ქაღალდი, ხელსახოცი) მუდმივი კონტროლი და შევსება; - ნარჩენების მართვა: ნაგვის ურნების პერიოდული დაცლა, პარკების შეცვლა და ნაგვის გატანა; - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა.

პიროვნული თვისებები: - განსაკუთრებული სისუფთავე, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - ფიზიკური გამძლეობა და დღის განმავლობაში აქტიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი; - თავაზიანობა, კორექტულობა და სამეურნეო სამსახურის/ადმინისტრაციის მითითებების შესრულება.

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი)

ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; კვებას; ტრანსპორტირებას.

ანაზღაურება: ბაქსვუდში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა დარეკოთ: +995 599443 320

ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა