ლოჯისტიკის ოპერაციების სპეციალისტი
ქართული ღვინის კომპანია 2000 წლიდან წამყვან პოზიციებს იკავებს, როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე ექსპორტის მიმართულებით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მისი მთავარი პრიორიტეტია განვითარება აქციოს ტრადიციად. კომპანია დაარსების დღიდან უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს გუნდის თითოეულ წევრს და მაქსიმალურად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე.
ამჟამად აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ტრანსპორტირების პროცესების სრული ოპერაციული მართვა და კონტროლი; ** სატრანსპორტო, საბაჟო და თანმხლები დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი; ** პრობლემური შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტა; ** ტრანსპორტირების ვადებისა და ხარჯების კონტროლი; ** შესყიდვების მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ პროცესებში (კომერციული შეთავაზებების მიღება, ფასების შედარება, მონაცემების დამუშავება; ** მომწოდებლებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან და საბაჟო ბროკერებთან ეფექტური კომუნიკაცია; ** ოპერაციული ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელობასთან რეგულარული კომუნიკაცია.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოჯისტიკის, საერთაშორისო ბიზნესის ან სხვა მონათესავე მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
- Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის უნარი;
- სასურველია საერთაშორისო გადაზიდვებისა და საბაჟო პროცედურების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტურად დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.