9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

V3FZ065E გამოქვეყნდა 13 ოქტ 35 ნახვა

კონტაქტ ცენტრის უმცროსი ოპერატორი

გორგია გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ოქტ
დაზღვევა · განცხადებაში

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კონტაქტ ცენტრის უმცროსი ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.

ჩვენს გუნდში მუშაობის დაწყების შემთხვევაში, მე, მაგდა ჯიბლაძე, როგორც ამ განყოფილების ხელმძღვანელი, გასწავლით ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებს და ტექნიკებს, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი კომუნიკაცია მომხმარებელთან იყოს წარმატებული. თქვენი მომავალი გუნდის წევრები კი გაგიმარტივებენ ადაპტაციის პროცესს, რაც განაპირობებს თქვენ წარმატებულ მუშაობას. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული და კარიერული - განვითარების რეალურ შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - კვებას; - თანამშრომლის ფასდაკლებას; - Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - მომხმარებელთათვის სწრაფი, ხარისხიანი და მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა; - პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამის განყოფილებასთან დაფიქსირება; - საჭიროებისამებრ, გამავალი ზარების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია უმაღლესი განათლება; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები: - ორგანიზებულობა; - გამართული კომუნიკაციის უნარი; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - როგორც გუნდთან, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა