ტექნიკური დირექტორი
ბოუნდ სოლუშენს აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე. ანაზღაურება: 12,000-15,000 ლარი (NET)
ძირითადი მოვალეობები
- სამშენებლო-დეველოპერული პროექტების ტექნიკური მართვა და სამუშაო პროცესების კოორდინაცია;
- საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და სამუშაოთა მოცულობების განხილვა და შეფასება;
- სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, შესრულების ვადებისა და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
- პროექტების ბიუჯეტების, სამშენებლო რესურსებისა და ხარჯების ეფექტიანი მართვა;
- არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო გუნდებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
- ტექნიკური ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
- სამშენებლო ნორმების, ტექნიკური რეგლამენტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
- ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელობა და პროექტების მიმდინარეობის შესახებ მენეჯმენტისთვის ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამშენებლო სფეროში მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე;
- სამშენებლო ტექნოლოგიების, კონსტრუქციული გადაწყვეტილებებისა და საინჟინრო სისტემების ცოდნა;
- სამშენებლო პროექტების მართვის, ბიუჯეტირებისა და ხარისხის კონტროლის გამოცდილება;
- საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო ნახაზების წაკითხვისა და შეფასების უნარი;
- საქართველოს სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტების ცოდნა;
- ლიდერული, ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე.
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).