8422 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

V4W3W1G1 გამოქვეყნდა 27 აგვ 26 ნახვა

ოლსერვის გრუპი

ოლსერვის გრუპი

გაყიდვების მენეჯერი

ოლსერვის გრუპი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1500–3000 / თვეში ბოლო ვადა:

ვინ ვართ ჩვენ ? All Service Group არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კორპუსის მაცხოვრებლების სრული კომფორტის შექმნაზე. ჩვენი ძირითადი სერვისებია: ლიფტების და სადარბაზოს კარების თანამედროვე დომოფონებით და საბარათე სისტემებით აღჭურვა, კამერების მონტაჟი, კორპუსის დალაგება, ეზოს მოვლა, შლაგბაუმების მონტაჟი და GSM გახსნის ფუნქციების ინსტალაცია.

ამ ეტაპზე All Service Group აცხადებს ვაკანსიას “გაყიდვების მენეჯერის“ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის 116, დიდუბე პლაზა (მე 3 სართული) სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

სამუშაო პირობები: - გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების პერიოდი 3-6 თვე,ანაზღაურება 1300 ლარი (NET). მხოლოდ ფიქსირებული. - გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ანაზღაურება- ფიქსირებული 1000 ლარი (NET) + საბონუსე სისტემა - ყოველთვიური საკომისიო,საბონუსე სისტემა, კვარტალური ბონუსები; - ჯგუფის წევრების საშუალო ანაზღაურება 1500-3000 ლარი, ყოველთვიურად მზარდი - შეხვედრებისთვის კომპანიის ავტომობოლით უზრუნველყოფა; - კორპორატიული ნომრით უზრუნველყოფა; - ჯანმრთელობის დაზღვევა;

ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის პროდუქტების მომხმარებლისათვის შეთავაზება; - პოტენციური მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის გაკეთება/წარდგენა; - მომხმარებლებთან კონტრაქტების გაფორმება/მოწესრიგება; - ყოველთვიური/კვარტალური გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია, გაყიდვების მიმართულებით მცირე სამუშაო გამოცდილება. - საოფისე პროგრამებთან (Word, Excel, PowerPoint) მუშაობის გამოცდილება; - ინგლისური ენის მარტივ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

საჭირო მოთხოვნები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - პუნქტუალურობა; - ყურადღება დეტალების მიმართ; - სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება/მართვის უნარ-ჩვევები; - მართვის მოწმობა

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გაგვიზიარეთ აღნიშნულ მისამართზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ‘’გაყიდვების მენეჯერი’’.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ოლსერვის გრუპი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის