გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

V54F7QM3 გამოქვეყნდა 12 ნოე 11 ნახვა

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის დირექტორი

ალტე უნივერსიტეტი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 12 დეკ
შესვლა და განაცხადი

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები

  • უნივერსიტეტის მასშტაბით სასწავლო და საგამოცდო პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • სასწავლო და საგამოცდო ცხრილების მომზადებისა და მართვის პროცესის ხელმძღვანელობა, საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკის, სტუდენტთა საჭიროებებისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით;
  • სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა, მიმდინარე ცვლილებების ეფექტიანი მართვა და შესაძლო რისკების პრევენცია;
  • აკადემიური კალენდრის შესაბამისად სასწავლო და საგამოცდო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • სტუდენტთა ჩარიცხვის, მობილობის, სტატუსის შეჩერების, აღდგენისა და შეწყვეტის შესაბამისი ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS) ურთიერთობის კოორდინაცია, შესაბამისი მონაცემების დროული და ზუსტი ასახვისა და განახლების უზრუნველყოფა;
  • განათლების სფეროში მოქმედ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მარეგულირებელ და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ცნობების, ამონაწერებისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის მომზადებისა და გაცემის პროცესის ორგანიზება;
  • სასწავლო და საგამოცდო პროცესებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • დეპარტამენტის საქმიანობის ანალიზი, არსებული პროცესების შეფასება და მათი ოპტიმიზაციისა და სტანდარტიზაციის მიმართულებით ინიციატივების შემუშავება;
  • სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემების განვითარებისა და პროცესების ავტომატიზაციის ხელშეწყობა;
  • სასწავლო და საგამოცდო პროცესების მონიტორინგის შედეგების ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
  • უნივერსიტეტის სკოლებთან, აკადემიურ პერსონალთან და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • დეპარტამენტის გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაო პროცესების დაგეგმვა, პასუხისმგებლობების განაწილება და შესრულების მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული ან ოპერაციული პროცესების მართვის მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლების სისტემისა და სასწავლო პროცესის ორგანიზების სპეციფიკის ცოდნა;
  • კომპლექსური პროცესების დაგეგმვის, კოორდინაციისა და მართვის გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდურობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00 სთ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 11 დეკემბერი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა