ტრანსპორტ კოორდინატორი
QBA RIDE აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ტრანსპორტ კოორდინატორი
QBA RIDE იწყებს საერთო სარგებლობის ელექტრო ველოსიპედების, ახალ პროექტს თბილისში! ვეძებთ ენერგიულ წევრებს ჩვენი ელექტრო ველოსიპედების გადაადგილებისა და ქალაქში მათი ეფექტური განაწილების უზრუნველსაყოფად. თუ გაქვთ გამოცდილება ამ სფეროში, შეძლებთ სწრაფად აითვისოთ ჩვენი ჭკვიანი ელექტრო ველოსიპედების ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოები.
ანაზღაურება და გრაფიკი ხელფასი: 2000 ლარი (თვეში) სამუშაო საათები: სამუშაო საათები 22 :00- 06:00; 1 საათი შესვენება. გრაფიკი: 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე
სამუშაო მოვალეობები - ელექტრო ველოსიპედების გადაადგილება განსაზღვრულ ლოკაციებზე; - ველოსიპედების განაწილება ქალაქის სხვადასხვა ზონაში; - სამუშაო დავალებების დროულად და ეფექტურად შესრულება; - ოპერაციების გუნდთან ყოველდღიური კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - B კატეგორიის მართვის მოწმობა მექანიკური ტრანსმისიის მქონე ავტომობილის მართვის უფლებით (სავალდებულო). - თბილისის ქუჩებისა და უბნების კარგი ცოდნა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; - გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.