გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

V6PWZ9TN გამოქვეყნდა 5 ნოე 21 ნახვა

კანცელარიის სპეციალისტი

პროკრედიტ ბანკი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 დეკ
ორიგინალზე გადასვლა ↗

გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" გუნდში!

"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

ვაკანსია: კანცელარიის სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები

  • სათავო ოფისიდან გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია კანცელარიის პროგრამაში;
  • მოთხოვნის შემთხვევაში, თანამშრომლების უზრუნველყოფა მათთვის საჭირო კორესპონდენციით;
  • ბანკის კურიერის საშუალებით გასაგზავნი კორესპონდენციის აღრიცხვა და ჩაბარების კონტროლი;
  • დოკუმენტების მომზადება ექსპრესს ფოსტის საშუალებით გასაგზავნად;
  • ბანკის ფილიალებიდან და გარე კომპანიებიდან შემოსული დოკუმენტაციის ადრესატებზე განაწილება;
  • ბანკის შენობაში შემოსული სტუმრებისთვის საშვების გაცემა/მიღება და კონტროლი შესაბამის პროგრამაში;
  • კანცელარია/არქივის კოორდინატორის მოვალეობების შესრულება მისი შვებულებაში/ბიულეტენზე ყოფნის დროს.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
  • კეთილსინდისიერება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები

  • მოტივირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • სწრაფად ათვისებისა და ლოგიკურად აზროვნების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "კანცელარიის სპეციალისტი" შემდეგ ელ. ფოსტაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30/11/2026

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ იხილეთ https://www.procreditbank.ge/).

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე.

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა