გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

V7BR3TVG გამოქვეყნდა 31 ოქტ 38 ნახვა

სამედიცინო წარმომადგენელი/მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1500 / თვეში −22% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,917 ₾ · 394 განცხადება ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი

კომპანია "Medical World - მედიქალ ვორლდი" საქართველოს ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას თავდაპირველად სამედიცინო სფეროსთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის აპარატურისა და აღჭურვილობის იმპორტი და მისი შემდგომი დისტრიბუცია წარმოადგენდა.

მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ დააგროვა მნიშვნელოვანი გამოცდილება და პროფესიული კომპეტენცია სამედიცინო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

წლების განმავლობაში "Medical World - მედიქალ ვორლდი" თანმიმდევრულად აფართოებდა საქმიანობის სფეროებს. 2017 წელს კომპანიის მიმართულებებს დაემატა სამედიცინო ლაბორატორია.

დღეს "Medical World - მედიქალ ვორლდი" აერთიანებს სამედიცინო სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას და მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი სერვისები და ფართოვდება კომპანიის საქმიანობის არეალი არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.

"მედიქალ ვორლდ"-ის ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ფილიალისთვის სამედიცინო წარმომადგენლის/მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

  • მდებარეობა: ქ. ბათუმი, ივ. ჯავახიშვილის ქ N12;
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 17:00 სთ; შაბათი 09:00 - 14:00 სთ;
  • ანაზღაურება: 1500 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი სამუშაო მიმართულებები

  • ბათუმისა და აჭარის რეგიონში კლინიკების, სამედიცინო დაწესებულებებისა და პოტენციური პარტნიორების მოძიება; არსებულებთან კი ვიზიტების და კომუნიკაციის დაგეგმვა, შედეგების აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება;
  • ფილიალის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
  • პაციენტების მიღების, რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების პროცესის კონტროლი;
  • სახარჯი საშუალებებისა და სხვა საჭირო რესურსების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
  • ფილიალში დასაქმებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
  • მომსახურების ხარისხის, სამუშაო პროცესებისა და შიდა სტანდარტების კონტროლი;
  • საჭიროებისდა მიხედვით სათავო ოფისთან და ცენტრალურ ლაბორატორიასთან მუდმივი კომუნიკაცია და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სამედიცინო, ბიოლოგიური, ფარმაცევტული, მენეჯმენტის ან ბიზნესის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
  • სამედიცინო წარმომადგენლის, გაყიდვების მენეჯერის ან ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სამედიცინო სფეროს, ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა ან ჯანდაცვის სექტორის ცოდნა;
  • მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და გაყიდვების ეფექტური უნარები;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და აქტიური მართვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

საჭირო კომპეტენციები/უნარები

  • ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
  • პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სანდოობა.

ჩვენთან დაგხვდებათ

  • პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო - სადაც გუნდური თანამშრომლობა, განვითარება და პაციენტზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებია;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები - ტრენინგები, სწავლა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • თანამედროვე და ორგანიზებული სამუშაო პროცესი - რომელიც ხელს უწყობს როგორც თანამშრომლის, ისე კომპანიის მუდმივ განვითარებას;
  • ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა სპეციალური პირობებით, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის;
  • FitPass-ის პროგრამა - ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ვებგვერდებსა და სოციალური მედიის გვერდებს:

  • https://mlab.ge/;
  • https://mworld.ge/;
  • https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE;
  • https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის Subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება: "ბათუმის ფილიალის სამედიცინო წარმომადგენელი/მენეჯერი".

კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით, დადგენილი წესის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა