პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

V7K9TEGX გამოქვეყნდა 9 ნოე 6 ნახვა

ფინანსური მენეჯერი

Indigo Cars

Indigo Cars

Indigo Cars გარე განცხადება
₾4000–5000 / თვეში +69% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,665 ₾ · 33 განცხადება ბოლო ვადა: 8 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში. Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.

კომპანია ,,Indigo Cars” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. განაკვეთი: სრული;
 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00;
 ანაზღაურება: 4 000–5 000 ლარი (ხელზე ასაღები).

ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და ანალიტიკური აზროვნების მქონე ფინანსისტს, რომელიც უშუალოდ იქნება ჩართული კომპანიის ყოველდღიურ ფინანსურ საქმიანობაში და ხელს შეუწყობს ფინანსური პროცესების ეფექტიან მართვას.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის ყოველდღიური ფინანსური პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;
  • ფულადი ნაკადების (Cash Flow) დაგეგმვა და კონტროლი;
  • ბიუჯეტების მომზადება და მათი შესრულების ანალიზი;
  • ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების მომზადება;
  • შემოსავლების, ხარჯებისა და მომგებიანობის ანალიზი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი;
  • საბანკო ანგარიშსწორებებისა და ფინანსური მონაცემების კონტროლი;
  • ბუღალტერიასთან თანამშრომლობა და ფინანსური პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ფინანსურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
  • ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირებისა და ანგარიშგების ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ლოგისტიკის, ტრანსპორტირების, საერთაშორისო ვაჭრობის ან მსგავს სფეროებში.

პიროვნული უნარები

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაო პროცესებში პრაქტიკული ჩართულობა.

პიროვნული მახასიათებლები

  • კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ.
  • სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა,
  • ორგანიზებულობა,
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე.Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა