ლინკბილდერი / SEO აუტრიჩ-სპეციალისტი
Genesis Digital არის ციფრული მარკეტინგის სააგენტო საქართველოში, რომელიც სპეციალიზდება საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში (SEO), Link Building-ში, კონტენტ მარკეტინგსა და ბიზნესის ონლაინ განვითარებაში. კომპანია მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე.
ვაკანსიის აღწერა Genesis Digital ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან Link Builder / SEO Outreach Specialist-ს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და იმუშავებს ვებსაიტების გარე ოპტიმიზაციასა და ხარისხიანი ბმულების მოპოვებაზე.
ძირითადი მოვალეობები
- შესაბამისი ვებსაიტებისა და პლატფორმების მოძიება ბმულების განსათავსებლად;
- ვებსაიტების ხარისხის შეფასება SEO მაჩვენებლების მიხედვით (DR, DA, ორგანული ტრაფიკი);
- ვებსაიტების მფლობელებთან და რედაქტორებთან კომუნიკაცია;
- Guest Posting და Outreach კამპანიების განხორციელება;
- ბმულების განთავსების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- Link Building-ისა და SEO-ს ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- Ahrefs, Semrush ან მსგავსი SEO ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა წერილობითი კომუნიკაციისთვის;
- ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ
- საერთაშორისო SEO პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
- მოქნილ სამუშაო გარემოს;
- ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
თუ დაინტერესებული ხართ SEO სფეროთი და გსურთ განვითარდეთ Link Building-ის მიმართულებით, შემოუერთდით Genesis Digital-ის გუნდს!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.