დარბაზის კონსულტანტი
ევროპროდუქტი 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წამყვანი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია 150-მდე ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის: Valio, Frico, Elpozo, Ritter Sport, Bottega, Dardanel, Beretta, Zucchi, Granarolo, Piccini და სხვა. ევროპროდუქტი წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტით თბილისსა და რეგიონებში.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.europroduct.ge
შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: 7.5 საათიანი განაკვეთი ცვლებში, (კვირაში 6 დღე - 40 საათი, 1 სთ შესვენება);
ანაზღაურება: ფიქსირებული 950 ლარი + ბონუსი + სტაჟი;
ჩვენ გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დასვენების დღის არჩევის შესაძლებლობას;
** ტრანსპორტირებას გარკვეულ ფილიალებში;
რისი გაკეთება მოგიწევთ:
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სწორად და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად განთავსება;
** თაროებისა და პროდუქციის მუდმივი მოწესრიგება, ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი შევსება;
** პროდუქციის ფასების, ეტიკეტებისა და აქციების შესაბამისობის კონტროლი;
** პროდუქციის ვარგისიანობის ვადების პერიოდული შემოწმება;
** მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების გარკვევა და პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
** აქციური და სპეციალური შეთავაზებების სწორად განთავსებისა და ვიზუალური წარმოდგენის კონტროლი;
** პროდუქციის FIFO პრინციპის შესაბამისად განთავსება;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვა თანამშრომლებთან თანამშრომლობა პროდუქციის მიღების, განთავსებისა და გადაადგილების პროცესში;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: და გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "დარბაზის კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე:,;
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.