8942 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

V8Q4WS9G გამოქვეყნდა 1 ოქტ 5 ნახვა

ibis Tbilisi City

ibis Tbilisi City

კონდიტერი

ibis Tbilisi City გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 2 ნოე

ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.

შენი როლი იქნება:

  • სხვადასხვა სახის დესერტისა და საკონდიტროს ნაწარმის მომზადება;
  • კერძების ხარისხის, გემოსა და პრეზენტაციის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • საკვების უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების, ასევე HACCP-ის სტანდარტების დაცვა;
  • სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა და სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

  • კონდიტერად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი;

რას გთავაზობთ:

  • საერთაშორისო ბრენდ ACCOR-ის წევრ სასტუმროში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ACCOR-ის თანამშრომლის ფასდაკლების პროგრამით სარგებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და ტრენინგებს;
  • გამოცდილ და პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, სასტუმრო "ibis Tbilisi City", ვ. წითლანაძის ქუჩა N1;
  • სამუშაო გრაფიკი: 5/2, 9 საათიანი ცვლები;
  • ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოხსენებულ ელფოსტაზე.

წარმატებებს გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ibis Tbilisi City
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა