სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის მართვის მენეჯერი
შპს მედლაბ 2024 საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამედიცინო ლაბორატორია. ვეძებთ აქტიურ და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც იქნება დეტალებზე ორიენტირებული და მუდმივად იზრუნებს ლაბორატორიის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
შპს მედლაბ 2024 აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები: - სტანდარტების დანერგვა, პროცედურების შემუშავება, განახლება და მათი განხორციელების კონტროლი. - რისკების შეფასება, აპარატების მუშაობის, რეაგენტების ხარისხის კონტროლის ნაწილში - პერიოდული შიდა აუდიტი და მზადება გარე აკრედიტაციისთვის - გვერდითი მოვლენების, შეუსაბამობების ანალიზი და გამოსწორების გზების დასახვა - თანამშრომელთა ტრენინგი უსაფრთხოების წესებისა და ხარისხის დაცვის ნაწილში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი სამედიცინო განათლება ბიოლოგიაში, ან მედიცინაში ლაბორატორიული მედიცინის მიმართულებით - აუცილებელია სამედიცინო სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება - სამედიცინო ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა; - საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; - ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი; - დროის ეფექტურად გამოყენება;
დამატებითი უპირატესობები: - ინგლისური ენა (ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე) - ISO 15189 ან მსგავსი სტანდარტების ცოდნა - აუდიტებში მონაწილეობის გამოცდილება
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზ. ანჯაფარიძის I შესახვევი, #2 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი, 10:00-19:00
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@medlab.com.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995555163938