გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

V91ZM3QG გამოქვეყნდა 5 ნოე 22 ნახვა

TP თბილისის გერმანული ენის აკადემია

TP Georgia

TP Georgia

TP Georgia გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ნოე
შესვლა და განაცხადი

ისწავლე გერმანული უფასოდ და დაიწყე კარიერა Booking.com-ის ბიზნესში!

ფლობ გერმანულ ენას მინიმუმ A2 დონეზე და ინგლისურს B2 დონეზე?

მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

TP Georgia გიწვევს გერმანული ენის უფასო აკადემიაში, სადაც შეძლებ გაიუმჯობესო გერმანული ენის ცოდნა, განავითარო კომუნიკაციის უნარები და მოემზადო საერთაშორისო კომპანიაში კარიერის დასაწყებად.

რატომ უნდა აირჩიო TP German Language Academy? 100%-ით უფასო სწავლება - გაიუმჯობესე გერმანული ენის ცოდნა ყოველგვარი საფასურის გარეშე.

  • მოქნილი სასწავლო განრიგი - აირჩიე დღის ან საღამოს ჯგუფი და მარტივად შეუთავსე სწავლა სამსახურს, უნივერსიტეტს ან სხვა საქმიანობას.
  • პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება - ტრენინგებს გაუძღვებიან Booking.com-ის ბიზნესის გამოცდილი თანამშრომლები, რომლებიც გაგიზიარებენ პრაქტიკულ ცოდნასა და რეალურ სამუშაო გამოცდილებას.
  • დასაქმების შესაძლებლობა Booking.com-ის ბიზნესში - კურსის წარმატებით დასრულებისა და შერჩევის პროცესის გავლის შემდეგ შესაძლებლობა გექნება, შეუერთდე TP Georgia-ს საერთაშორისო გუნდს.
  • კარიერული განვითარება - გაიუმჯობესებ არა მხოლოდ გერმანული ენის ცოდნას, არამედ კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარებსაც, რომლებიც საერთაშორისო სამუშაო გარემოში წარმატების მიღწევაში დაგეხმარება.

როდის ტარდება გაკვეთილები?

  • ორშაბათი | ოთხშაბათი | პარასკევი
  • აირჩიე შენთვის მოსახერხებელი სასწავლო ჯგუფი:
  • I ჯგუფი: 15:30 – 18:30
  • II ჯგუფი: 19:00 – 22:00
  • გაკვეთილები ჩატარდება ოფისიდან (რუსთაველის გამზირი 2/4, თბილისი)
  • კურსის ხანგრძლივობა: 16–20 კვირა
  • კვირაში 3 გაკვეთილი, თითოეული 3 საათი.

ვის შეუძლია მონაწილეობა? აკადემია ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს გერმანული ენის ცოდნის გაუმჯობესება და საერთაშორისო კარიერის დაწყება.

მონაწილეობის წინაპირობებია

  • გერმანული ენის ცოდნა — მინიმუმ A2 დონეზე
  • ინგლისური ენის ცოდნა — მინიმუმ B2 დონეზე
  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობისა და პროფესიული განვითარების სურვილი
  • თბილისში ან მის შემოგარენში ცხოვრება

როგორ ხდება შერჩევა?

  • განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება
  • საბაზისო კომპიუტერული უნარების ტესტირება

შენი საერთაშორისო კარიერა შეიძლება სწორედ აქ დაიწყოს!

გაიუმჯობესე გერმანული ენის ცოდნა უფასოდ და შექმენი ახალი პროფესიული შესაძლებლობები Booking.com-ის პროექტში. დარეგისტრირდი TP German Language Academy-ში და გადადგი პირველი ნაბიჯი შენი მომავალი კარიერისკენ! განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 ნოემბერი.

გამოიყენე შანსი, აქციე გერმანული ენა შენს კარიერულ უპირატესობად!

The company promotes equal employment opportunities and supports the principle of equality in the workplace. Decisions are made based on the applicant's qualifications and not on the basis of race, skin color, nationality, religion, gender, age, sexual orientation, gender identity, marital status, or any other criterion, as stipulated in the Labor Code of Georgia.

At the Company, diversity is a part of our DNA. We are committed to providing equal employment opportunities and creating an inclusive environment for all candidates and employees. All qualified applicants will receive consideration for employment without regard to sex, race, color, creed, religion, national origin, age, disability status, marital status, pregnancy, sexual orientation, gender identity or expression.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა